ინდივიდუალური სამრეწველო გადაწყვეტილებები, OEM / ODM წარმოება და საწარმოო პროექტების კოორდინაცია
რა ტიპის პროექტებზე ვმუშაობთ?
ENLILI მუშაობს სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლებთან და ეხმარება კომპანიებს ისეთი სამრეწველო დანადგარებისა და საწარმოო გადაწყვეტილებების მოძიებაში, რომლებიც შეესაბამება მათ ტექნიკურ მოთხოვნებსა და ბიზნეს მიზნებს.
ჩვენი მომსახურება არ შემოიფარგლება კონკრეტული ბრენდით ან ერთი ტიპის მოწყობილობით. თითოეული პროექტი განიხილება ინდივიდუალურად და საჭიროების შემთხვევაში შერჩეული ან მოდიფიცირებული ტექნიკური გადაწყვეტა მზადდება მომხმარებლის მოთხოვნების შესაბამისად.
თუ თქვენთვის საჭირო მოწყობილობა ჩამოთვლილ კატეგორიებში არ შედის, ეს არ ნიშნავს, რომ პროექტის განხორციელება შეუძლებელია. თითოეული მოთხოვნა ინდივიდუალურად განიხილება და, ტექნიკური შესაძლებლობების არსებობის შემთხვევაში, შეირჩევა შესაბამისი მწარმოებელი და ტექნიკური გადაწყვეტა.
კვების მრეწველობა
ვუზრუნველყოფთ სხვადასხვა ტიპის კვების მრეწველობის დანადგარებისა და საწარმოო ხაზების მოძიებას, მათ შორის:
ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი დანადგარები;
ხილის საშრობები და დეჰიდრატორები;
წვენის წარმოების დანადგარები;
ჯემისა და კონსერვის საწარმოო ხაზები;
თხილისა და თესლის გადამამუშავებელი დანადგარები;
ხორცისა და რძის გადამამუშავებელი მოწყობილობები;
საცხობი და საკონდიტრო წარმოების ტექნიკა.
შესაფუთი და მარკირების სისტემები
ვთავაზობთ:
შესაფუთ დანადგარებს;
შევსების (Filling) სისტემებს;
ეტიკეტირების დანადგარებს;
თარიღის ბეჭდვის სისტემებს;
შეფუთვის ავტომატურ ხაზებს;
ვაკუუმური შეფუთვის დანადგარებს;
თერმოშემკვრელ სისტემებს.
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა
მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად შესაძლებელია სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო დანადგარის მოძიება და შერჩევა, მათ შორის:
მოსავლის გადამამუშავებელი ტექნიკა;
თესლის გადამამუშავებელი დანადგარები;
სორტირების სისტემები;
საწმენდი და კალიბრაციის დანადგარები;
სასოფლო-სამეურნეო ავტომატიზაციის გადაწყვეტილებები.
სამრეწველო ავტომატიზაცია
პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე შესაძლებელია:
საწარმოო ხაზების ავტომატიზაცია;
PLC მართვის სისტემების ინტეგრაცია;
სენსორული მართვის პანელები;
კონვეიერული სისტემები;
ინდივიდუალური საწარმოო ხაზების კონფიგურაცია.
ლაბორატორიული და სპეციალიზებული მოწყობილობები
მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად შესაძლებელია სხვადასხვა დანიშნულების ლაბორატორიული და სპეციალიზებული მოწყობილობების მოძიება და მიწოდების ორგანიზება.
ინდივიდუალური ტექნიკური პროექტები
თუ თქვენი საქმიანობისთვის საჭირო მოწყობილობა არ იწარმოება სტანდარტული კონფიგურაციით ან საჭიროებს ცვლილებებს, ENLILI კოორდინაციას უწევს შესაბამისი ტექნიკური გადაწყვეტის შერჩევასა და მოდიფიცირების პროცესს მწარმოებელ ქარხანასთან.
ასეთი პროექტები შეიძლება მოიცავდეს:
ზომების ცვლილებას;
წარმადობის გაზრდას ან შემცირებას;
დამატებითი ფუნქციების ინტეგრაციას;
ელექტრული პარამეტრების ადაპტაციას;
კონსტრუქციული ცვლილებების განხორციელებას;
ინდივიდუალური კომპლექტაციის დამზადებას.
OEM და ODM გადაწყვეტილებები
მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად შესაძლებელია OEM (Original Equipment Manufacturing) და ODM (Original Design Manufacturing) პროექტების განხორციელების კოორდინაცია.
ეს მოიცავს:
მოწყობილობის წარმოებას მომხმარებლის ბრენდით;
არსებული კონსტრუქციის ადაპტაციას;
ინდივიდუალური ტექნიკური მოთხოვნების გათვალისწინებას;
სპეციალური კომპლექტაციის დამზადებას;
შეფუთვისა და მარკირების მორგებას.
ენერგეტიკული სისტემები
მზის ენერგეტიკა
ელექტრო სისტემები
სამრეწველო ენერგეტიკული მოწყობილობები
წყლის დამუშავების სისტემები
ფილტრაცია
წყლის გაწმენდა
ინდუსტრიული ტუმბოები
წყლის დამუშავების ტექნოლოგიები
რომელ ეტაპზე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ?
✔ როდესაც ჯერ მხოლოდ იდეა გაქვთ.
✔ როდესაც გაქვთ ტექნიკური დავალება.
✔ როდესაც უკვე შერჩეული გაქვთ დანადგარი.
✔ როდესაც საჭიროა არსებული დანადგარის მოდიფიცირება.
✔ როდესაც გსურთ OEM წარმოება.
✔ როდესაც გჭირდებათ ახალი საწარმოო ხაზი.
კონტაქტი
