ჩვენს შესახებ
ENLILI არის სამრეწველო დანადგარებისა და საწარმოო ტექნოლოგიების კომპანია, რომელიც ორიენტირებულია თანამედროვე ინდუსტრიული გადაწყვეტილებების მიწოდებაზე წარმოების, საკვების გადამუშავებისა და შეფუთვის სფეროში.
კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის სამრეწველო დანადგარებსა და საწარმოო აღჭურვილობას, რომლებიც ეხმარება მეწარმეებს, მცირე და საშუალო ბიზნესებს საკუთარი წარმოების დაწყებაში, განვითარებასა და გაუმჯობესებაში.
ჩვენი მიზანია მეწარმეებისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ თანამედროვე ტექნოლოგიები და პრაქტიკული ტექნიკური გადაწყვეტილებები, რომლებიც ზრდის წარმოების ეფექტიანობას და ბიზნესის შესაძლებლობებს.
ჩვენი ისტორია
ENLILI-ს იდეა პრაქტიკული გამოცდილებიდან წარმოიშვა.
2016 წელს დავიწყეთ ორგანული სოფლის მეურნეობა და მალე შევეჯახეთ ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ პრობლემას — ხილის სწრაფ გაფუჭებასა და სეზონურ პერიოდში მისი დაბალი საბაზრო ფასს.
პროდუქციის ღირებულების გასაზრდელად გადავწყვიტეთ ხილის გადამუშავება და ხმელი პროდუქტის წარმოება. თუმცა ბაზარზე ვერ ვიპოვეთ ისეთი საშრობი დანადგარი, რომელიც ერთდროულად დააკმაყოფილებდა საჭირო ტექნიკურ პარამეტრებსა და მისაღებ ფასს.
ამის შედეგად შევქმენით საკუთარი ხილისა და ბოსტნეულის საშრობი მოწყობილობა. პირველი პროტოტიპის შექმნისა და ტესტირების შემდეგ დავხვეწეთ კონსტრუქცია, გავაუმჯობესეთ ჰაერის ცირკულაციის სისტემა და მივიღეთ საიმედო ტექნოლოგიური შედეგი.
სისტემა ეფუძნება ცხელი და ცივი ჰაერის კონტროლირებად ცირკულაციას, რის გამოც მოწყობილობას დავარქვით სახელი ENLILI, შუმერული ქარის ღმერთის სახელის მიხედვით.
სამრეწველო ტექნიკა და ტექნოლოგიები
დღეს ENLILI მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის თანამედროვე სამრეწველო დანადგარებსა და საწარმოო ტექნოლოგიებს მრავალი სფეროსთვის.
ჩვენი პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს დანადგარებს შემდეგი მიმართულებებისთვის:
• საკვების გადამუშავება
• შეფუთვისა და დალუქვის ტექნოლოგიები
• ინდუსტრიული შრედერები და გადამამუშავებელი დანადგარები
• სამრეწველო მაცივრები და სამაცივრე სისტემები
• სასოფლო-სამეურნეო და საწარმოო ტექნოლოგიები
• სხვადასხვა ტიპის სამრეწველო დანადგარები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის
ჩვენი მიზანია თანამედროვე სამრეწველო ტექნოლოგიები გავხადოთ უფრო ხელმისაწვდომი მეწარმეებისთვის.
ჩვენი მიდგომა
ENLILI ყურადღებას ამახვილებს პრაქტიკულობაზე, საიმედოობაზე და ეფექტიანობაზე.
ჩვენ მიერ შეთავაზებული დანადგარები შერჩეულია რეალური საწარმოო საჭიროებების მიხედვით, რაც უზრუნველყოფს ფუნქციურობას, გამძლეობასა და ოპტიმალურ საინვესტიციო ღირებულებას.
ჩვენ ვეხმარებით მომხმარებლებს სწორი ტექნიკის შერჩევაში, ტექნოლოგიური პროცესების გაგებასა და ეფექტური წარმოების დანერგვაში.
ჩვენი მისია
ჩვენი მისიაა მეწარმეებს და ბიზნესებს დავეხმაროთ წარმოების განვითარებაში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საიმედო სამრეწველო დანადგარების მიწოდებით.
ჩვენ გვჯერა, რომ თანამედროვე წარმოება უნდა იყოს ხელმისაწვდომი არა მხოლოდ დიდი ქარხნებისთვის, არამედ მცირე და განვითარებადი ბიზნესებისთვისაც.
ჩვენი ხედვა
ჩვენი ხედვაა გავხდეთ სამრეწველო დანადგარებისა და საწარმოო ტექნოლოგიების სანდო მომწოდებელი რეგიონში და ხელი შევუწყოთ თანამედროვე წარმოების განვითარებას.
ENLILI დღეს
დღეს ENLILI მუდმივად აფართოებს სამრეწველო დანადგარებისა და ტექნოლოგიების ასორტიმენტს და აქტიურად ეძებს ახალ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ზრდის წარმოების ეფექტიანობას, პროდუქტიულობასა და პროდუქტის ხარისხს.
ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ მეწარმეებს, რომლებიც გეგმავენ საკუთარი წარმოების დაწყებას, განვითარებას ან მოდერნიზაციას.
კონტაქტი
