
როგორ გავაკეთოთ ლეღვის ჩირი ბიოლოგიურად სუფთა მეთოდით
ლეღვის ჩირი ბუნებრივი ენერგიის წყაროა, მდიდარია ბოჭკოთი, კალციუმით, კალიუმით, რკინითა და ანტიოქსიდანტებით. ის აძლიერებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, ხელს უწყობს ძვლების და გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობას, სწრაფად აღადგენს ენერგიას და წარმოადგენს ბუნებრივ, ტკბილ და სასარგებლო ალტერნატივას შაქრიან ტკბილეულთან შედარებით.
I. ნედლეულის შერჩევა და მომზადება
- სრულად მომწიფებული, ჯანსაღი ნაყოფი
შეარჩიეთ ლეღვის ნაყოფი, რომeლიც კარგადაა მომწიფებული, მყარი, მაგრამ არა გადამწიფებული ან ლპობადი. კანი უმჯობესია იყოს დაუზიანებელი. - გაწმენდა
გარეცხეთ გამდინარე, გრილ ან თბილ წყალში. თუ ხილი იწამლებოდა შხამქიმიკატებით, უმჯობესია 1 საათით გავაჩეროთ მარილიან წყალში, ამ შემთხვევაში ხდება ქიმიკატების ნარჩენების და მძიმე მეტალების გამოტანა კანიდან (10 ლიტრ თბილ წყალში იხსნება 1 სუფრის კოვზი მარილი) - ბლანშირება (blanching)
—ადუღებული წყალში ჩადეთ ნაყოფი დაახლოებით 3-5 წუთით — საკმარისია კანის დახვეწისთვის და მიკროორგანიზმების რაოდენობის შესამცირებლად.
— შემდეგ სწრაფად ამოიღეთ და გააგრილეთ (მაგალითად, გამდინარე წყლის ქვეშ ან ყინულის წყალში) რათა შეწყდეს ჩახარშვის პროცესი. - დაჩხვლეტა / გაბრტყელება
გაგრილებულ ნაყოფს მსხვილი ნემსით ან სადგისის საშუალებით ვჩხვლეტთ, რათა აორთლება უკეთ მოხდეს და დაჩქარდეს შრობის პროცესი. შემდგომ ბრტყელი ზედაპირის მქონე ნივთით (თუნდაც ჭიქით) ვაწვებით, რომ ბრტყელი ფორმა მივცეთ. - ნაჭრებად დაყოფა (საჭიროს შემთხვევაში)
თუ ნაყოფი დიდია, შეიძლება გაიჭრას ორ თანაბარ ნაწილად. ამ შემთხვევაში შრობის პროცესი დაჩქარდება. გასაშრობად გაჭრილი მხარე თავსდება ზემოთ, რომ არ მოხდეს წვენის დაღვრა,
II. შრობის პროცესი
- საშრობ დანადგარი / ტექნიკის მომზადება
- საშრობ დანადგარში ძირითად აგრეგატებთან ერთად ჩაურთეთ ჰაერის დამატებითი გამტანი, რათა თავიდან ავირიდოთ კონდენსატი, შევამციროთ ლპობის და ობის სოკოს განვითარების რისკი.
შრობის ტემპერატურა
— გამოიყენეთ ~ 50-55 °C ტემპერატურა. თუ ტემპერატურა ზედმეტი იქნება (> 60 °C), შესაძლოა მოხდეს გარე აფკის განვითარება, რის გამოც შიდა ნაწილის გამოშრობა ფერხდება. — ასევე მნიშვნელოვანია გარემოს ტენიანობა იყოს დაბალი — RH (relative humidity) სასურველია მასიმუმ < ~60-65%. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური ჰიგრომეტრი საშრობი ოთახისთვის.
- შრობის ხანგრძლივობა
— დაახლოებით ~ 28-32 საათი; პერიოდულად შეამოწმეთ ტენიანობის მაჩვენებელი აპარატზე, რამდენად სწრაფად იკარგება წყლის პროცენტი. ბოლო ეტაპზე, ნაყოფი უნდა იყოს იყოს ზომიერად ტენიანი, მაგრამ აღარ იყოს სველი. - შრობის ეტაპები
— ნაჭრები არ უნდა იყოთ ერთმანეთზე გადაფენილი; უნდა დალაგდეს ერთი ფენა, თანაბრად.
— პერიოდულად გადააბრუნეთ ნაყოფი, რომ ორივე მხარე თანაბრად გაშრეს.
— შრობის შუა ნაწილიში რეკომენდირებულია საშრობი დაფების გადანაცვლება ზემოდან ქვემოთ და პირიქით, რომ მივიღოთ თანაბარი შრობა.
— თუ ნაყოფები არათანაბარია, შესაძლოა პატარა ზომის უფრო სწრაფად გაშრეს, ამიტომ გაშრობის შემდეგ მათ ვიღებთ საშრობიდან.
III. გაგრილება და შენახვა
- გაგრილება და დასვენება (conditioning)
— შრობის შემდეგ გააგრილეთ ნაყოფი ოთახის ტემპერატურაზე, შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ ჩირის გასაგრილებელი უჟანგავი მეტალის მაგიდა.
— შემდეგ რამდენიმე დღე მოათავსეთ კონტეინერში ან პარკში, რომელიც დაცულია ტენიანობისგან, მაგრამ არა ჰერმეტულად — გახსენით ან დაახურეთ მსუბუქად — და დღეში ერთი-ორჯერ გადააბრუნეთ, რათა დარჩენილი ტენიანობა თანაბრად განაწილდეს ნაყოფში. - შეფუთვა
— გამოიყენეთ ვაკუუმი თუ შესაძლებელია.
— ალუმინის ჩანთები / ბლოკირებადი პოლიეთილენი / ჰაერის და ტენის გამორიცხვა.
— თუ პლასტიკურ კონტეინერებს იყენებთ. დარწმუნდით, რომ ჰერმეტულად იხურება. - შენახვის პირობები
— ბნელი გარემო — დაცული უნდა იყოს მზის პირდაპირი სხივებისგან.
— სიგრილე: იდეალური ტემპერატურა ~15-25 °C ან უფრო დაბალი, თუ შენახვის ხანგრძლივობა დიდია.
— დაბალი ტენიანობა — უშუალოდ ადგილებში, სადაც ჰაერი ცირკულირებს და ტენიანი ჰაერი არ შედის.
— სასურველია გამოიყენოთ გაუმჭვირვალე სასაწყობე კონტეინერი.
— მოარიდეთ მძაფრ სუნს. ჩირი ადვილად იღებს გარემოში არსებულ სუნს და გემოს.
- შენახვის ვადა
— 6-12 თვე შესაძლებელია, თუ შენახვის პირობები დაცულია ~15-25 °C .
— პლიუს მაცივრის გამოყენების და შესაბამისი შეფუთვის შემთხვევაში შენახვის ვადა შეგვიძლია გავახანგრძლივოთ 2 წლამდე ტემპერატურა +2 +7 °C
— მაგრამ რეკომენდებულია პერიოდულად გადახედვა ყოველ 1-2 თვეში რათა შეამოწმოთ ხომ არ გაჩნდა კონდენსატი, სუნი, სოკოს ნიშნები, ტენიანობის დაგროვება. (შეუფუთავ ჩირში ტენიანობის საკონტროლებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ორჩხირიანი ჰიგრომეტრი)